ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და ისრაელის ცენტრი 2024 წლის 25 მარტს გამართავენ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ჯემალ აჯიაშვილის, დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ქართველოლოგია
თარგმანმცოდნეობა
ლიტერატურათმცოდნეობა
აღმოსავლეთმცოდნეობა
დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
კავკასიოლოგია
ამერიკანისტიკა
სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ხელოვნება
ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ინტერდისციპლინური კვლევები
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25 მარტი, 2024 წელი
თეზისების მიღების ვადა: 5 მარტი, 2024
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში).
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
ელ.ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)